ბრაზილიური ლიმონათი

     
 სახლში მომზადებული ლიმონათები დიდი პოპულარომით სარგებლობს, განსაკუთრებით როცა ძალიან ცხელა. ბრაზილიური ლიმონათი უმარტივესად და უსწრაფესდ მზადდება, სჭირდება მხოლოდ 4 ინგრედიენტი შედეგი კი არის უგემრიელესი და განსხვავებული.  თავად ბრაზილიელები ამ სასმელს შვედურ ლიმონათს უწოდებენ.

4 პორციისთვის დაგჭირდებათ:
  • 2 ც. წვნიანი ლაიმი
  • 800 მლ. წყალი
  • 1/2 ჩ ჩ.ჭ. შაქარი
  • 1/4 ჩ.ჭ. შესქელებული რძე
  • ყინული
მომზადება:
  • ლაიმი ძალიან კარგად გარეცხეთ, რადგან კანიანად უნდა დაბლენდერდეს. შემდეგ კი მოაჭერით თავი და ბოლო, დარჩენილი ნაწილი კი 8 ნაწილად დაჭერით.
  • წყალი და შაქარი მოათავსეთ ბლენდერში და შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ლაიმის ნაჭრები და მაღალი სიჩქარით დააბლენდერეთ.
  • მიღებული მასა საცერზე გადაწურეთ, ლიმონათს დაუმატეთ შესქელებული რძე და ყინული, კარგად მოურიეთ.
უგემრიელესი, არომატული, გამაგრილებელი ბრაზილიური ლიმონათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment