ცივი ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია ზაფხულში. განსაკუთრებით გემრიელია ნაყინითა და შოკოლადით. ერთი შეხედვით მისი მომზადება ძალიან მარტივია და შეიძლება იფიქროთ რა საჭიროა რეცეპტის დაწერა, მაგრამ ყველას არ გამოსდის ერთნაირად გემრიელი ცივი ყავა. ამიტომ ვიფიქრე კარგი იქნებოდა ეს უმარტივესი რეცეპტი თქვენთვის გამეზიარებინა.
დაგჭირდებათ:
- 1 სრული ჩ.კ. ყავა
- 2 ჩ.კ. შაქარი
- 200 მლ. ცივი წყალი
- 40 გ. კარამელიანი ნაყინი
- გახეხილი შოკოლადი ზემოდან მოსაყრელად

მომზადება:
- ბოთლში მოათავსეთ ყავა, შაქარი და წყალი. ხელით შეანჯღრიეთ ყავა და შაქარი რომ გაიხსნას.
- ჭიქაში მოათავსეთ ნაყინი და ათქვეფილი ყავა დაასხით. კარგად აურიეთ. ნაყინი ბოლომდე რო გადნეს. ბოლოს კი შოკოლადი მოაყარეთ.
No comments:
Post a Comment